ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე 66,2%, მელია 33,8% – ოცნებამ შიდა კვლევა გაასაჯაროვა

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის მიერ ჩატარებულ შიდა კვლევებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

“საზოგადოებას მოვახსენებთ, რომ პარტიაში 2020 წლიდან შექმნილია სოციოლოგიური კვლევების ჯგუფი, რომელიც პროფესიონალური მეთოდოლოგიის შესაბამისად, თბილისსა და სხვა ქალაქებში ატარებს კვლევებს და ადგენს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების რეიტინგებს.

2020 წლის მონაცემებმა დაადასტურა, რომ ამ კვლევებს მაღალი სიზუსტით შეუძლია არჩევნების შედეგების პროგნოზირება.

დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგებს.

სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა ამა წლის 2-8 აგვისტოს, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, გამოიკითხა 3446 რესპოდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია დაასახელა 2728 რესპოდენტმა, ანუ გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 2,2 პროცენტს.

წარმოგიდგენთ გამოკითხვის შეწონილ მონაცემებს.

პირველ რიგში, რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს. კვლევის თანახმად, არჩევნებში მხოლოდ ორმა კანდიდატმა – კახა კალაძემ და ნიკანორ მელიამ რომ მიიღონ მონაწილეობა, ხმები კანდიდატებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:

· კახა კალაძე – 66,2 პროცენტი

· ნიკანორ მელია – 33,8 პროცენტი

აღნიშნული ციფრები ცხადყოფს, რომ კახა კალაძეს პირველივე ტურში შეუძლია არჩევნების დამაჯერებლად მოგება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....