ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სანაია: არ შევეგუებით და არ გაბედოთ

გთხოვთ, გააზიაროთ ეს სტატუსი.
ხვალ (პარასკევს ) 11:00 საათზე საქალაქო სასამართლოში გაიმართება ჩემზე, ჩემს ოჯახზე თავდამსხმელთა სასამართლო პროცესი. მოსალოდნელია განაჩენის გამოცხადება.
ყველა ლოგიკით, განაჩენი ივლისში უნდა ყოფილიყო, მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხდება აგვისტომდე მოიყვანა. ვფიქრობ, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ივლისში ჟურნალისტების მასობრივი ცემის ფონზე ვერ გამოუშვებდნენ დაკავებულებს.
არ შევეგუები, რომ ამ საქმეზე დამნაშავეები არ დაისაჯონ. ხელისუფლებავ, არ გაბედოთ თავდამსხმელების გარეთ გამოშვება !
ამიტომ ვიკრიბებით დიღომში, საქალაქო სასამართლოსთან. ამ საქმეს არ მივიჩნევ მხოლოდ ჩემზე თავდასხმად. სწორედ ასეთ ფაქტების გამო დაუსჯელობამ მიიყვანა ქვეყანა 5 ივლისის ტრაგედიამდე და ლექსოს მკვლელობამდე.
11:00 საათიდან ჩემი კოლეგები, ჟურნალისტები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, ვიქნებით საქალაქო სასამართლოსთან.
ჩემს ფრენდებს და ყველას გთხოვთ, შემოგვიერთდეთ. თქვენი მხარდაჭერაცდა სოლიდარობა მნიშვნელოვანია.
არ მივცეთ ბოროტებას გამარჯვების საშუალება !
დღესვე დავდებ მასალას, სადაც ყველაფერი დეტალურად იქნება მოთხრობილი, რა მოხდა თავდასხმის ღამით.

ამის შესახებ ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....