კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ამცრელი ცენტრები იხსნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ამცრელი ცენტრები გაიხსნება.

მისივე თქმით, ასეთ სივრცეებში მოქალაქეებს აცრა ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლებათ.

“ამცრელი ცენტრები მომავალი კვირის განმავლობაში გაჩნდება რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან, საუნივერსიტეტო სივრცეებში, თბილისში დიდ უნივერსიტეტთან, ქუთაისში წერეთლის სახელობის უნივერსიტეტთან, ბათუმში ბათუმის უნივერსიტეტთან”, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....