ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭირდება თუ არა მერიას 1400 კუბო და რა უჯდება ის ქალაქის ბიუჯეტს?

მეტრონომთან მერია და ლევან ხაბეიშვილი საწინააღმდეგო არგუმენტებს დებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერია 3 მილიონი ლარის კუბოების ყიდვას გეგმავს. მისი თქმით პროექტი უკვე შესულია 2016 წლის ბიუჯეტში, ასევე, დარჩენილია აუთვისებლი თანხა 100 მილიონი ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც ამ თანხით შესაძლებელი იყო ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება, რაც მნიშვნელოვნად დაეტყობოდა ქალაქის მოსახლეობას. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

როგორც მერიის სოციალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ხათუნა ავლოხაშვილმა „მეტრონომს“ განუცხადა: „თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა “სოციალურად დაუცველ და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის თანახმად,

2016 წლისთვის 293 სასახლის შესყიდვაზე გამოაცხადა ტენდერი, რაც 59 150 ლარის ღირებულებისაა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლამდე მერიის მიერ სოციალურად დაუცველ და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა სასახლის გარეშე, სუდარით ხდებოდა.“

ლევან ხაბეიშვილმა მერიის ამ პასუხზე განგვიცხადა, რომ 59 150 ლარის კი არა, 500 000 ლარის ტენდერი აქვს მერიას ამ ეტაპზე გამოცხადებული, ხოლო მთლიანად 2016 წლისთვის სარიტუალო მომსახურების ბიუჯეტად 3 მილიონი ლარია გამოყოფილი. „მედიატორის“ დამფუძნებელმა დოკუმენტაციაც გადმოგვცა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ტენდერის პირობებით გათვალისწინებულია 1400 სასახლე მიცვალებულებისათვის. თუკი საბაზრო ფასების საშუალო მაჩვენებელს ავიღებთ, გამოდის, რომ 1400 სასახლის შეძენა მერიას სადღაც 500 000 ლარამდე უნდა დაუჯდეს, რაც საგრძნობლად ეწინააღმდეგება მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

 

1    2

იტვირთბა....