დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს ყველა ორსულს, რომ აიცრან.
მისივე თქმით, ქვეყანაში კოვიდით გარდაცვლილი ორსულის 4 შემთხვევაა დაფიქსირებული.
“უნდა აიცრას ყველა ორსული. ფაიზერი საკმარისია ქვეყანაში. მოვუწოდებ დღეს თქვენი ეთერების საშუალებით ყველა ორსულ ქალბატონს ან იმ ქალბატონს, რომელსაც უნდა რომ დაფეხმძიმდეს, აუცილებლად აიცრას. სამწუხაროდ, უკვე გვაქვს კოვიდით გარდაცვლილი ორსული ქალების 4 შემთხვევა. გთხოვთ ყველას, ვთხოვ ჩემს კოლეგებს – მეანგინეკოლოგებს, რომელთა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ორსული ქალბატონის მართვაში, რომ როდესაც მიდიან კონსულტაციებზე, ურჩიონ რომ აიცრან”, – განაცხადა გამყრელიძემ.