ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 47% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა, ხოლო 35% ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებდა.
გამოკითხული მოსახლეობის 11%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 7% აცხადებს, რომ უკვე აცრილია.
საველე სამუშაოები ჩატარდა 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია.