ქუთაისში, კლინიკა ბომონდში კოვიდინფიცირებულ ორსულს ნაყოფი დაეღუპა.
როგორც პაციენტის მეუღლე ჟურნალისტებთან აცხადებს, 31 წლის ქალის მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა სიტუაცია მოულოდნელად დამძიმდა.
“ექიმების ინფორმაციით ვიცოდი, რომ პაციენტი ნორმალურ, მსუბუქ მდგომარეობაში იყო. მეორე დღეს ტომოგრაფია გადაუღეს და მოვიდა 6 ქულა, ყველაფერი სტაბილურად მიმდინარეობდა, არაფერი დამძიმებისკენ არ იყო. საღამოს 8 საათზე თვითონ დამირეკა და მითხრა, ბავშვის გულისცემა გაჩერდაო. ჩამოვიდნენ ექიმები და მითხრეს, რომ სამწუხაროდ ბავშვი დაიღუპა”, – ამბობს პაციენტის მეუღლე.