საქართველოში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 49 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 310 პაციენტი. ინფორმაცია STOPCOV.GE-ზე ვრცელდება.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 49189, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29357, PCR ტესტით – 19832. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,43%, ბოლო 14 დღის – 9,63%, ბოლო 7 დღის – 10,52%. სულ აცრილია – 715919, დღიურად აცრილია – 25933. კარანტინის რეჟიმში – 64. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6627. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 3288