ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: დღეს ომია და ამ ომში გამარჯვებული არის ის, ვინც მტერს იარაღით, ვაქცინით დაუპირისპირდება

გადავარჩინოთ ჩვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს – ამისთვის კი მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს არის ვაქცინაცია. დღეს ომია და ამ ომში გამარჯვებული არის ის, ვინც მტერს იარაღით, ცოდნითა და გონიერებით დაუპირისპირდება. ეს იარაღი არის ვაქცინა. იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რაც ჩვენნაირი პატარა ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ღერძია. მხოლოდ საფრთხეების რეალური გაცნობიერებით შევძლებთ ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდეთ. ავიცრათ, რათა დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ჩვენი შვილები, დედები, მამები, ბებიები და ბაბუები

განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

იტვირთბა....