ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

GORBI: დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, 61,2% ხმას კახა კალაძეს მისცემდა

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI- მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია.

კითხვაზე “დღეს რომ ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას” გამოკითხულთა 61.2%-მა არჩევან კახა კალაძეზე, ხოლო 38.8%-მა ნიკა მელიაზე შეაჩერა. ამ ეტაპზე დედაქალაქი მერობის კანდიდატები მხოლოდ ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ დაასახელეს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი ინტერვიუს წესით, 1953 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება ქვეყნის მასშტაბით პლუს-მინუს 2.2%-ია, თბილისის მასშტაბით – პლუს-მინუს 3.2%. საზოგადოებრივი აზრის კვლევა 25 ივლისიდან 4 აგვისტოს შუალედში ჩატარდა.

იტვირთბა....