მთავარი საზოგადოება ციტატა

ეკლესიამ როგორ უნდა მოუწოდოს აცრისკენ მოქალაქეებს?! – ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება – მამა შალვა კეკელია

[su_quote]ეკლესიამ აცრისკენ როგორ უნდა მოუწოდოს მოქალაქეებს?! – ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანი და ნება, თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ზოგიერთი ადამიანი ენდობა ვაქცინას, ზოგი არა. მრევლის ძალიან ბევრი ნაწილი აიცრა, ბევრი ვერ ენდობა და აცრას ვერ იკეთებს.  მე ვარ მოძღვარი, სასულიერო პირი,  ექიმი ხომ არ ვარ?!… – ამიტომ ძალიან რთულია მკაფიო პოზიცია გამოვხატო. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ არ შეიძლება აცრა იყოს იძულებითი და ადამიანები დავყოთ აცრილებად ან აუცრელებად. და ამ ფონზე, აცრილი ადამიანები დასცინოდნენ და უტევდნენ მათ ვინც არ იცრება, და პირიქით, ვინც არ იცრება მოწოდებები აკეთონ – თვენ რატომ იცრებითო. აი, ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელია. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი ნება და არჩევანის უფლება, რაც უმნიშვნელოვანესია.  ვიღაც ენდობა ამ აცრას, ვიღაც არა, რადგან ძალიან ეშინია. ჩემთან უამრავი ადამიანი მოდის, რომელსაც სამედიცინო თვალსაზრისით ეშინია აცრი გაკეთების, და ასევე მოდიან ადამიანები, ვისაც მთელი არსებით, ერთი სული აქვთ, აცრა გაიკეთონ, იმიტომ, რომ ამაში ხედავენ ხსნას და გადარჩენას[/su_quote]

განაცხადა მამა შალვა კეკელიამ მეტრონომთან ვაქცინაციაზე საუბრისას.

იტვირთბა....