ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შევარდა შენობაში, ესროლა, დაჭრა და დასახმარებლად მისული პატრული მოკლა” – გივი თარგამაძე

თელავში პოლიციელების მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები გამოიკვეთა

 

თელავის შს სამმართველოს ეზოში სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი – მაია ჯავახიშვილი დაიჭრა, – ამის შესახებ სააგენტო „კვირას“ თელავის მერის მოადგილემ, ალექსანდრე საჩიშვილმა განუცხადა.
დაჭრილი პოლიციელი, მაია ჯავახიშვილი თელავის საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის მას ოპერაცია უტარდება.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ფეისბუქზე ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა დაღუპული პატრულის გელა ლამაზაშვილის ფოტო.

“თელავში პატრულის მეზობლად მცხოვრები ვინმე მეტრეველი შევარდა შენობაში, ესროლა და დაჭრა გოგონა პატრულის თანამშრომელი, მის დასახმარებლად მისული ახალგაზრდა მამაკაცი პატრული კი მოკლა. თავდამსხმელი დაჭერილია. მოტივი ჯერჯერობით უცნობია. დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. ახალი პრემიერ-მინისტრისა და შსს მინისტრის აზრით, ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის…”- წერს გივი თარგამაძე.

შეგახსენებთ, რომ თელავის პოლიციის შენობის ეზოში სროლის შედეგად  საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, 40 წლის გელა ლამაზაშვილი მოკლეს, ხოლო მაია ჯავახიშვილი დაიჭრა.

მომხდარზე გამოძიება 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იტვირთბა....