ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

ლეიბორისტულმა პარტიამ ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა.

პარტიის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლაშა ჩხარტიშვილი იქნება.

აღნიშნული შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....