ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

გაბუნია: მომდევნო კვირაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მომავალი კვირიდან კიდევ უფრო მოიმატებს.

მისივე თქმით, ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა იმაზე დაბალია, ვიდრე იყო ნოემბერ-დეკემბერში.

„ნახტომისებური ზრდა ბოლო დღეებში აღარ ყოფილა, თუმცა როგორც ვხედავთ, შემთხვევების მატება გრძელდება. ანუ, პიკი, რომელიც დღეს გვაქვს, ჯერჯერობით, არ არის დასტაბილურებული.

ამდენად, გარკვეული ზრდის მოლოდინი, როგორც იკვეთება მიმდინარე ტენდენციიდან, მომდევნო კვირაშიც უნდა გვქონდეს. შემთხვევების უდიდესი ნაწილი რჩება ბინაზე. ჩვენ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი დღეს გვაქვს იმაზე ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე გვქონდა ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში“, – ამბობს თამარ გაბუნია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 38 პაციენტი.

იტვირთბა....