[su_quote] დღეს პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მისცეს დრო ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს და საქართველოს მოკავშირეებს თავისუფალ სამყაროში, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა გადარჩენილიყო მაშინ. ამისთვის მათ ეკუთვნით მუდმივი ხსოვნა და პატივისცემა. ეს ხსოვნა გვავალდებულებს ჩვენ, რომ საფრთხე, რომელიც არ გამქრალა პუტინის რუსეთისგან, გავანეიტრალოთ და არასდროს დავუშვათ, რომ იარაღის გამოყენების გარეშე წაგვართვან ჩვენ შიგნით დამოუკიდებლობა [/su_quote]
განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ომში დაღუპულ ქართველ სამხედროებს პატივი მიაგეს.

