მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

გორში ქართველი ექიმები იბრძოდნენ თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის, გაქცება არც უფიქრიათ – ხუხაშვილი აგვისტოს ომს იხსნებს

[su_quote]რადგან დღეს მოგონებების დღეა, მეც გავიხსენებ:
10 აგვისტოს გულმა ვერ გაგვიძლო. მე, ლაშა ტუღუში და ჩვენი ერთი მეგობარი გორში წავედით. ქალაქი დაცლილი დაგვხვდა. გუბერნატორის რეზიდენციას ბოქლომი ედო…
დიდხანს ვეძებდით ცოცხალ ადამიანებს, ბოლოს სამხედრო ნაწილთან მივედით და გამოვთქვით სურვილი მოხალისეებად ჩავწერილიყავით. უარით გამოგვისტუმრეს და გვითხრეს რომ თვითონაც წუთი-წუთზე ევაკუაციის ბრძანებას ელოდნენ.
ამის შემდეგ გორის ჰოსპიტალში გადავინაცვლეთ და ვნახეთ საოცრება!
ქართველი ექიმები, რომლებიც უმძიმესი ვითარების მიუხედავად იბრძოდნენ თითოეული ადამიანის სიცოცხლისათვის და არც უფიქრიათ გაქცევა!!!
დღესაც ექიმები დგანან ფრონტის წინა ხაზზე…
ქართველი ექიმი გმირია![/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი.

იტვირთბა....