ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

მაია ჩხაიძე: როგორც კი ეწერებიან პაციენტები, ერთ-ორ საათში თავისუფალი ადგილები აღარ არის

[su_quote] ამჟამად 2 თავისუფალი ადგილია. ჩვენი კლინიკა 175 საწოლზეა გაშლილი კოვიდმიმღებ კლინიკად და, საშუალოდ, 10-15 პაციენტი ყოველდღიურად შემოდის, როგორც კი ეწერებიან პაციენტები, ერთ-ორ საათში თავისუფალი ადგილები აღარ არის, ივსება.

ამჟამად კრიტიკულად მძიმე პაციენტები არ გვყავს, თუმცა, რეანიმაციის განყოფილებაში წვანან პაციენტები, მათი უმეტესობა ჩვილია. მათ ესაჭიროებათ თერაპია და სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით მკურნალობა, თუმცა, კრიტიკულად მძიმე და მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტები ამჟამად არ გვყავს [/su_quote]

ამბობს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე რუსთავი 2-თან საუბარში.

იტვირთბა....