თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მან ფინალი 21 წლის ამერიკელ გეიბლ დენ სტივენსონსთან ბოლო წამზე წააგო.
ეს საქართველოსთვის ოლიმპიადაზე მოპოვებული მერვე მედალია – 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. საქართველოს აქამდე ოლიმპიადაზე 8 მედალი არასდროს მოუპოვებია.