ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტიკარაძე: საბჭოზე წარდგენილია რეკომენდაცია, რომ პირბადეები სავალდებულო იყოს გარე და შიდა სივრცეში, სამშაბათს ვიმსჯელებთ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საკოორდინაციო საბჭო სამშაბათს იმსჯელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შესაძლოა პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებში.

“პირველი და მთავარი რეკომენდაცია არის პირბადეების გამოყენება და სავალდებულოება როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეებში. მნიშვნელოვანია, მეტი ყურადღება მიექცეს სოციალური ღონისძიებების გამართვას, ასევე ისეთ ღონისძიებებს, როგორსაც წარმოადგენს ქორწილები და ქელეხები, ვინაიდან ჩვენ როდესაც ვაკვირდებით და ვსწავლობთ ეპიდვითარებას კლასტერული ინფიცირება ხდება სწორედ ქორწილებსა და ქელეხებში. მნიშვნელოვანია, რომ შეიზღუდოს იქ დამსწრეთა რაოდენობა, რათა მოხდეს ეპიდვითარების მეტად უფრო მდგრადად შენარჩუნება”, – განაცხადა ტიკარაძემ.

იტვირთბა....