ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნია: დამატებითი შეზღუდების ქაღალდზე დატანა არსებულ სცენარს არ შეცვლის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, დამატებითი შეზღუდვების ქაღალდზე დატანა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ სცენარს არ შეცვლის.

“კლინიკაში რამდენი ადგილიცაა ჯანდაცვის სამინისტროსთვის კარგად არის ცნობილი. ის რესურსი, რომელიც ქვეყანაში არის, ესეც კარგად არის ცნობილი და რა ცენარით მივდივართ გასაგებია ჩვენთვის. ჩვენ ამ რისკებს, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, მაგრამ შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება. დღეს რაც არის დაწესებული, ეს ყველა შეზღუდვა რომ სრულდებოდეს 80-90%-იანი სიზუსტით, ჩვენ გვექნებოდა ბევრად უკეთესი გამოსავალი. ამდენად, დამატებითი შეზღუდების ქაღალდზე დატანა ამ სცენარს არ შეცვლის”.

განაცხადა თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

იტვირთბა....