aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩარკვიანი ოპოზიციას: “მოვათრიოთ” პარლამენტში წულუკიანი… კულტურის წარმომადგენლები სად ხართ?!

მივმართავ საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციას, ან სასწრაფოდ მოვითხოვოთ საგანგებო სხდომა კულტურის მინისტრის მიერ ანგარიშის ჩასაბარებლად ( ეროვნულ მუზეუმთან – ოქროს ფონდთან დაკავშირებით! ) ეს ჩვენი უფლება და ვალდებულებაა, თან ჯერ ოფიციალურად მანდატის დათმობა არ გაგვიფორმებია! ან არა და მართლა არ მესმის, ან ეს დღეებიც რა ჯანდაბა გვინდა პარლამენტში, თუ ვართ ( ეს პერიოდი) ნუ გამოვიყენოთ მაშინ ტრიბუნა და ” მოვათრიოთ” ეს “კულტურის-ფურცევა” პარლამენტში , რომ ყველა დეტალი ვიცოდეთ რა უბედურებას ამზადებენ, ეს ჩვენი უფლებააა ვიცოდეთ, ეს ხალხის უფლებაა!!!!! კულტურის წარმომადგენლები სად ხართ?! ხელფასის – ბიძინას სტიპენდიაში ხელშეკრულება ხომ არ დაგადებინათ, ხელშეკრულება ხომ არ დაგიდიათ, რომ “სტიპენდია- ქველმოქმედებაში” ქვეყანას გაგაყიდინებდათ?! ჩვენი ოჯახიც იღებდა მაგ სტიპენდიას და გულწრფელად ყველას, მთელ საქართველოს ( ნაცსაც და ქოცსაც და ყველას) ქველმოქმედება გვეგონა, ახლა ხომ ვხედავთ, რომ ქველმოქმედება კი არა , არამედ მზაკვრული, შორს გამიზნული გეგმა ბინძური ანგარება აღმოჩნდა საქართველოს წინააღმდეგ , ხომ ზუსტად ვიცით?????!!!!! სად ხართ ნამდვილებო, სად ხართ ძვირფასებო სად?! ექვთიმეობას არავინ გთხოვთ, მაგრამ ახლა დუმილი დიდ დანაშაულში თანამონაწილეობაა!
aviabiletebi
ავიაბილეთები

წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი თამარ ჩარკვიანი.

იტვირთბა....