ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ღარიბაშვილი სტუდენტებს: ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ

ჩვენ ყველანი ვმოგზაურობთ, ზოგი მიდის უცხოეთში, რჩება, იღებს გამოცდილებას, მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემირმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საბჭოოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ახალგაზრდა წავიდა ქვყნის ფარგლებს გარეთ, რაც ქვეყნისთვის ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისია, რადგან არ ხდება მათი პოტენციალის,შესაძლებლობების გამოყენება საქართველოს გასაძლიერებლად.

„ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და ტრაგედიაა, ვინაიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კატაკლიზმები გავიარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით. როცა დაინგრა საბჭოოთა კავშირი და ქვეყანამ ხელმეორედ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, მას შემდეგ ძალიან ბევრი საუკეთესო ახალგაზრდა, ნიჭიერი მეცნიერი და სპეციალისტი წავიდა ქვყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისი და მე ვიტყოდი ტრაგედიაა, რადგან არ ხდება მათი პოტენციალის,შესაძლებლობების გამოყენება ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. ამიტომ, ის ფაქტი, რომ თქვენ ბრუნდებით საქართველოშ, ეს არის ძალიან დიდი მოვლენა და ჩემთვის ძალიან სასიხარულო”, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ სტუდენტებს ხელი შეუწყოს საკუთრი ცოდნის რეალიზებაში.

„მეორეს მხრივ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენ, საკუთრი ცოდნის რეალიზებაში. მაქსიმალურად უნდა გავუღოთ კარი ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს. მე გპირდებით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ, რომ თქვენი ნიჭი სათანადოდ დაფასდეს და თქვენი ცოდნა სათანადოდ იქნას აღიარებული. ამ წლების განმავლობაში 43 მილიონამდე არის დახარჯული. ეს არ არის საკმარისი, ჩვენს შეგვიძლია, ეს ციფრი გავაორმაგოთ მომდევნო წლების განმავლობაში და ბატონ მინისტრთან ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. 1150 უნდა გახდეს 10 000. ეს იქნება ჩვენი ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გავუშვათ უცხოეთში, მანამ, სანამ ბატონი მიხეილი შეძლებს, რომ ის სწავლის დონე და ხარისხი იქნას მიღწეული საქართველოში, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებშია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

ფოფხაძე ივანიშვილზე: მოინდომა მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გატანა, 2 მილიარდი უნდა ვიშოვოო

giorgi chafidze

ჩარკვიანი: გახარიას და ივანიშვილს ერთი პატრონი ჰყავს – დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები!

giorgi chafidze

ვგმობთ ამ ფაქტს – NCDC ვაქცინაციის ბანერების ჩანაცვლებაზე

giorgi chafidze

ცერცვაძის თქმით, ვაქცინაციის ბანერების გადაფარვა სიძულვილის შემცველი პლაკატებით დაუშვებელია

giorgi chafidze

მელაძე: რით ვერ გაიგეთ, ძალიან მყარი ნერვები მაქვს

giorgi chafidze

სამნიძე: საპატრიარქოს დაცვა ბიძინასგან და პატრიარქის საჯაროდ გამოცხადებული სიყვარული არსად დაგეკარგოთ

giorgi chafidze