aviabiletebi
მთავარი ციტატა

წულუკიანი: არავის აქვს უფლება, რომ თავში გირტყას მიკროფონი

ჟურნალისტების უმრავლესობას არ ესმის რა არის გმაოხატვის თავისუფლება, ან არ წაუკითხავს ამის შესახებ თუნდაც ევროპულ კონვენციაში. ამ კონვენციაში წერია, რომ ამ თავისუფლებას ახლავს ვალდებულებები – ვალდებულება, რომ შენ გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელო, ვალდებულება იმისა, რომ ინფორმაციის გავრცელებისა არ ხელყო სხვისი უფლება, არ ხელყო საზოგადოებრივი მორალი. ამას არავინ დაგიდევს და ებრძვიან ამ გამოხატვის თავისუფლების სახელით, რაც ინდივიდუალურია და რაც არის ინდივიდი, ეს არის დიდი პრობლემა. როგორ უნდა ვებრძოლოთ – ამას კლასიკური ბრძოლის მეთოდები არ უშველის, თუმცა ის, რაც მოხდა რამდენიმე ხნის წინ, როდესაც საზოგადოებამ ხმა აღიმაღლა და რა თქმა უნდა, იქ იყო დასაგმობი და აბსოლუტურად შეუწყნარებელი ფაქტები, როდესაც ჟურნალისტს ურტყამ, მაგრამ იყო ასევე უფრო მეტი და მასიურად, ჩვეულებრივი აღშფოთება, დაგმობა იმისა, რომ ჟურნალისტიკა არ არის ეს, კრიტიკა ჟურნალისტებისა, რასაც უნდა შეეგუონ, სხვა გზა არ აქვთ. ჩვენც გვაქვს უფლება, გავაკრიტიკოთ სხვა. არავის აქვს უფლება, რომ თავში გირტყას მიკროფონი
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში უცნობის კიდობანი.

იტვირთბა....