ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„მეტრონომის“ ქუჩის გამოკითხვა: რომელ მინისტრს შეცვლიდით და რატომ? (ვიდეო)

.

კითხვაზე, თუ რომელი მინისტრის საქმიანობით არიან უკმაყოფილოები, უმრავლესობა ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის და განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის საქმიანობას ასახელებს. ისინი თვლიან, რომ ამ მინისტრების ადგილი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში არ უნდა იყოს.

ძალიან ბევრი გამოკითხული იყო, რომელიც კამერას თავს არიდებდა, თუმცა პირად საუბრებში აღნიშნავდა, რომ ზოგადად მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოები არიან და მიზეზად, მათ უმოქმედობას ასახელებდნენ. 100 გამოკითხულიდან უმრავლესობა დადებითად მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს საქმიანობას აფასებს და ამას საყოველთაო ჯანდაცვის არსებობით ხსნიან.

უმრავსელობა ასევე დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს. გამოკითხვის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ “მეტრონომის” მიერ გადაღებულ ვიდეოზე.

იტვირთბა....