aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თაბაგარი გომელაურზე: ხელისუფლება უნისონში მოქმედებდა მოძალადე ჯგუფებთან და ყველაფერი დანარჩენი შირმაა!

ერთი შეხედვით, ბევრი ტყუილი არ უთქვამს შს მინისტრს, პროცესის ნაწილს თითქოს სწორად აღწერს, მაგრამ საკვანძო საკითხებზე მისი ანალიზი არის თვისებრივად მცდარი და არასწორ პოლიტიკაზე დაფუძნებული.
შს მინისტრი რამდენჯერმე ამბობს, რომ ვერ დააკავებდნენ 500, 1000 თუ 3000 ადამიანს. კარგით, დავუშვათ რომ ეს წარმოუდგენელი იყო უკვე ძალადობის მომენტში, თუმცა რა პრევენციული სამუშაოები გაატარეს სუსმა და შსს-მ, რომ თავიდან აერიდებინათ 5 ივლისის მოვლენები?!
მითუმეტეს, რომ უკვე არსებობდა ძალადობის ორგანიზების შესახებ ინფორმაცია. უფრო მეტიც, 1 ივლისს, ფილმის ჩვენებაზე, 20 მოძალადე დააკავეს და მეორე დღესვე გამოუშვეს ხელწერილებით. ზუსტად იგივე ადამიანებმა დააორგანიზეს 5 ივლისის პოგრომიც.
გარდა იმისა, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულებზე შეეძლოთ ემოქმედათ, პოლიტიკურ ნაწილშიც არაფერი გააკეთეს ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად. პრემიერ-მინისტრს, შს მინისტრს თუ ქალაქის მერს მინიმუმ მოწოდების გაკეთება შეეძლოთ მოქალაქეებისთვის, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ძალადობრივ ქმედებებში. ამ დროს, ყველა მათგანმა, ცალ-ცალკე, მწვანე შუქი აუნთო მოძალადე ჯგუფებს. ამას მოწმობს ფალავანდიშვილის შეფასებებიც ღარიბაშვილის განცხადებაზე.
ხელისუფლებას ასევე შეეძლო მოლაპარაკება ეწარმოებინა საპატრიარქოსთან, ვასაძესთან და მორგოშიასთან. ყველა მათგანი ეკონომიკურ სარგებელს იღებს ხელისუფლებისგან პირდაპირი მილიონებით, მიწებით თუ ტენდერების სახით. სურვილის შემთხვევაში მათ შეეძლოთ ამ ძალადობის შეკავება!
დღემდე არ არის დაკავებული ძალადობის არცერთი ორგანიზატორი, იმის მიუხედავად რომ მტკიცებულებები ხელის გულზე დევს!
ეს ყველაფერი მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ხელისუფლება უნისონში მოქმედებდა მოძალადე ჯგუფებთან და ყველაფერი დანარჩენი შირმაა!
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ თბილისი პრაიდის ერთერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....