ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან 1 082 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ვრცელდება.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 945 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 419, pcr ტესტით – 18 526.