aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი: ირაკლი მუკბანიანი და დავით ხუციშვილი სასამართლოდან გაათავისუფლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანის თქმით, დღეს სასამართლოდან გირაოს საფუძველზე გამოუშვეს მუკბანიანი და ხუციშვილი. ამის შესახებ გოლეთიანმა facebook ლაივში განაცხადა.

“მნიშვნელოვანი და სასიხარული ინფორმაცია გვაქვს დღეს, ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც დააკვეს ირაკლი მუკბანიანი და დავით ხუციშვილი, ეს მოხდა გუმათში განვითარებული მოვლენების დროს. იცით, რომ გარკვეული დაპირისპირება არსებობდა პოლიციასთან მაშინ, როდესაც გუმათში ბარიკატები იყო განთავსებული და ამ დაპირისპირების დროს უსამართლოდ იყვნენ დაკავებულები, დღეს ისინი გამოუშვეს ისინი  დღეს ისინი მოსამართლემ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, შემდეგი სასამრთლო კიდევ გაიმართება, პროცესი დასრულებული არ არის. ბიჭები ორი თვე წინასწარი დაკავების იზოლატორში იყვნენ, მნიშვნელოვანია რომ ისინი დღეს ჩვენთან ერთად არიან და ისინი გააგრძელებენ რიონის ხეობის დაცვისთვის ბრძოლას.

უამრავი ცრუ ინფომრაცია ვრცელდება რიონის ხეობის მცველები ზოგადად როგორც ძალადობრივი ჯგუფები არიან დაკავებულები, ამისთვის შემდგომ იქმნება პოსტები  სადაც ითხოვენ თანხებს ამ ბიჭების გასათავისუფლებად…”,- ამბობს გოლეთიანი.

შეგახსენებთ, რომ გუმათში დაპირისპირების დროს ორი პირი დააკავეს.

იტვირთბა....