ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე ხაზარაძეს: ძალოვნები არ უნდა იყოს ენმ-ის ხელში, არის კონცეპტუალურად არასწორი და მოძველებული

[su_quote]ძალოვნები არ უნდა იყოს ნაც მოძრაობის ხელში “ არის კონცეპტუალურად არასწორი და მოძველებული.
იმიტომ რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა იყოს სამართალდამცავი უწყებები. ეს არის სტანდარტი. მათ შორის არც მცირე პარტიების.
ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ეწერა ნაწილი, ნაწილს აქ დავამატებ.
– რეალური (არა გონგოების) სამოქალაქო საზ და ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი პროკურორი; არჩეული პროკურორები;
– არჩეული შერიფები;
– შსს მინისტრის და პოლიციის უფროსის უფლებამოსილების გაყოფა; ახალი პოლიციის შესახებ კანონის შექმნა.
– ფედ. საგამოძიებო უწყების შექმნა;
ეს არის სისტემის მინიმუმი როგორ ვფიქრობთ ჩვენ კრიმინალური იუსტიციის რეფორმას. ეს არის თანამედროვე სტანდარტი.
ჩემი ქვეყნისთვის ის მიმაჩნია მართებულად, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის (არც ჩემი) ხელში არ იყოს მართმსაჯულება. ამის მისაღწევად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი.
UPDATE: კამათი ამ სისტემის გასამართავად და სხვადასხვა რეფორმებზე მნიშვნელივანია[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე. დღეს ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: “ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საჭიროა, უკვე დღეს, ოპოზიციურმა ძალებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად. უკვე დღეს საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე”.

იტვირთბა....