ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კახაძე: ქალების ნაწილი ამბობს, კაცებზე მაგრები ვართო, ჩხუბში უცბად იტყვიან, ქალის მანტია მახურავსო

[su_quote]ქალი პოტენციური დედაა, საიდანაც უნდა ამოდიოდეს დედის ნანა, დედა შემოგევლოს, მალამოსავით სიტყვები და აბა, რას მოისმენ – არ მინდა ვინმეს სახელი და გვარი ვახსენო. ქალი ლაპარაკობს ისეთი ბინძური სიტყვებით… პოლიტიკური სიტყვები მწარეა, მაგრამ ბინძური როგორ უნდა იყოს? მე კაცი ვარ და მე არ ვამბობ ისეთ სიტყვებს. არც ლაპარაკი, არც მანერა, არც ქცევა, არ ეკადრებათ რასაც ზოგიერთები აკეთებენ. დედა არის მაგალითი, დედა ტკივილისა და სიხარულის კუნძულია და შენ ამას ანგრევ. ურთულეს საქმეში ყოფილან ქალები და ბევრ ისეთ საქმეს გაძღოლიან, არც შეტყობიათ – ქალი ასეთი უნდა იყოს. მწარე სიტყვაც უნდა თქვას ქალმა და მომთხოვნიც უნდა იყოს, მაგრამ არა უშვერი და ბილწი სიტყვა. მერე ნახე როგორ ამბობენ ქალების დიდი ნაწილი, რომელთაც მე არ ვეთანხმები – რითი ხართ კაცებზე მეტი, თქვენზე მაგრები ვართო. თუ თქვენ მაგრები ხართ, აგერ ხელჩართულ ბრძოლაში შედიან. მაშინ უცბად იტყვიან, მე ქალის მანტია მახურავს, ასე გაორებული პოლიტიკაა. თუ შედიხარ, სამწუხაროდ ასეა. არის ფილმები უამრავი, ქალი და კაცი კარატეში ერთმანეთს ებრძოლება – ერთი ქალი ხუთ კაცს. თუ ასე უნდათ, აგერ სამწუხარო ფაქტია, რომელსაც არ ვეთანხმები, მაგრამ ხან ისე გინდოდეს და ხან ასე და ყოველთვის შენს სასარგებლოდ და ვინც უკვეთავს ამ პოლიტიკას იმის სასარგებლოდ, ასე არ გამოვა[/su_quote]

განუცხადა მეტრონომს ქართული ოცნების წევრმა ლადო კახაძემ.

იტვირთბა....