[su_quote]ფორმულამ, მთავარმა და ტვ პირველმა რუსთაველზე, რომ პერფორმანსი გააკეთს და პირდაპირ ეთერში აგდასცეს [აქცია]. ჟურნალისტი ღვთისნიერი, სუპერპროფესიაა. თუ პოლიტიკოსი ხარ, თქვი, პოლიტიკოსი ვარო. ამ შემთხვევაში, მიკროფონს ხელი გაუშვი, პარლამენტში შემოდი შემოდი და იქ ვიდავოთ. როდესაც მიკროფონი გიჭირავს და თან პოლიტიკოსი ხარ, არ შეიძლება. ჟურნალისტმა როგორ უნდა თქვას – გაგანადგურებო. ჟურნალისტმა უმწვავესი შეკითხვები უნდა დაგისვას. გაგანადგურებ, ფეხებით შეგდგები – არ შეიძლება, პოლიტიკური ტერმინოლოგია სხვა რამეა. ჟურნალისტი ღვთისნიერი პროფესიაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვიღაცას პოლიტიკაში უნდა შემოსვლა. თუ პოლიტიკაში ხარ, მაშინ არათანაბარ პირობებში ვიმყოფებითო, ასე უთხრა პარტიამ პარტიულ ტელევიზიებს. ჟურნალისტის მიკროფონიც გეჭიროს და თან პოლიტიკოსიც იყო… წარმოიდგინე, დავიჭირო ჟურნალისტის მიკროფონი, თან პოლიტიკოსიც ვიყო – უპირატესობა მექნება, რასაც მინდა გავაშუქებ. ჟურნალისტი არ უნდა იმართებოდეს[/su_quote]
განაცხადა ქართული ოცნების წევრმა ლადო კახაძემ მეტრონომთან საუბრისას ტვ პირველის, ფორმულასა და მთავარი არხის მიმართ მმართველი გუნდის ბოიკოტის გამოცხადების თემის კომენტირებისას.