ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახაძე: არ დაებადა კითხვა ჟურნალისტურ სამყაროს, რატომ აიმხედრა მოსახლეობა?

[su_quote]ჟურნალისტი წინა ხელისუფლება, ბოდიში და, ფეხებზე ეკიდა. სასამართლოში რომელიმე ჟურნალისტს შეგიშვებდნენ? ერთ რამეს გაგაკეთებინებდნენ? ყველაფერი აბსოლუტურად ღიაა, 100 მასმედიის წარმომადგენელი იყო, ყველამ მიიღო საშვი. ვიღაც ჟურნალისტი გამოვიდა და ჟურნალისტები არ დაგვიშვესო. როგორ უნდა დავიჯერო, მე ხომ იქ ვიყავი. ვინ დაუშვებდა, რომ ჟურნალისტზე ვინმე ხელს აწევდა [5 ივლისს]. არც ერთხელ დაებადა კითხვა ჟურნალისტურ სამყაროს, რომ რატომ აიმხედრა მოსახლეობა? ექიმებს გაუჩნდათ ეს შეკითხვა, პოლიტიკოსებს გაუჩნდათ, პოლიტიკოსებს გაუჩნდათ. ფეხბურთელს რომ გაგინებენ მოწინააღმდეგის ბრალია? გოლს რომ გაგიტანენ, შენ თავს უნდა აგინო, თუ რატომ გაუშვი გოლი. კითხვა რატომ არ დაებადა არავის, რა მოხდა იმ დღეს – ჟურნალისტზე ხელი რატომ აწიეს. მე გული მაქვს გახეთქვაზე, რა უნდა ჩაიდინო ჟურნალისტმა, რომ ადამიანს პროფესია შეაზიზღო. ჟურნალისტი ღმერთის პროტეჟეა, სარკეა, რატომ გაფუჭდა ეს სარკე? ვისაც დაკვეთილი რაც აქვს, იმას წერს. ისე ვერ მოისყიდი პოლიტიკოსს, როგორც ჟურნალისტს, ეს რომ დამკვიდრა, ეს აზრი, გული მტკივა. მე ჟურნალისტი მიუკერძოებელი მგონია. ყველას არ ეხება, არიან უწმინდესი ჟურნალისტები და კიდევ ინახავენ ამ პროფესიას[/su_quote]

განაცხადა მეტრონომთან საუბრისას ქართული ოცნების წევრმა ლადო კახაძემ.

იტვირთბა....