ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე პარლამენტის სხდომის დახურვაზე: მედიის შეეშინდათ, ამ სიტუაციაში მოუწევთ სულ ყოფნა

[su_quote]შეეშინდათ და ჩაშალეს სხდომა, თქვენი შეეშინდათ, მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ბანერი აეღოთ. ასე მოუწევთ სულ, თქვენთან ერთად, ბანერების, პროტესტის, ჩვენი პროტესტის და ამ სიტუაციაში მოუწევთ ყოფნა[/su_quote]

განაცხადა ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ ფორმულას ეთერში. პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განცხადება გააკეთა და საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სესია დახურულად გამოაცხადა.

შესაბამისად, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტში დღეს შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს აღარ მოუსმენენ. მან უკვე დატოვა საკანონმდებლო ორგანო. გომელაურის პარლამენტში გამოსვლის წინ ოპოზიციამ და სხდომის დარბაზში მყოფმა მედიამ პროტესტი გამოხატეს – მათ ლექსო ლაშქარავას ფოტოები ეკავათ ხელში. მედიამ კი ბანერი გამოფინა წარწერით – დაისაჯონ მკვლელები.

იტვირთბა....