ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვდა, მაგრამ ქართულმა მხარემ განაცხადი არ გააგზავნა, რის შედეგადაც ის იაპონიაში ვერ მიემგზავრება.
“ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოვხვდი, მაგრამ ვერ მივდივარ, რადგან განაცხადი არ გაგზავნილა. ოლიმპიადაზე მონაწილეობა ჩემი ოცნება იყო. ახლა მხოლოდ ტირილი მინდა”, – წერს კალაშნიკოვა.