ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მჯერა, უკრაინაში მშვიდობასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე” – NATO-ში აშშ-ის ელჩი

ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, ზუსტად, როდის მოაწერენ ხელს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა უკრაინაში მშვიდობა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერენ მაშინ, როდესაც სწორი და შესაფერისი დრო დადგება.

„ამას გამუდმებით ვიმეორებ, რადგან ამის არა მხოლოდ მჯერა, არამედ ძალიან ყურადღებით ვაკვირდები, რა ხდება მოლაპარაკებების დროს. მჯერა, ჩვენ უკრაინაში მშვიდობასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა NATO-ში აშშ-ის ელჩმა.

ამასთან, როგორც მეთიუ უიტაკერმა აღნიშნა, უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც თავდაცვისთვის სჭირდება.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდობისთვის ლოცვა, მაგრამ, ამავდროულად უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ PURL-ისა და სხვა ინიციატივების მეშვეობით განაგრძოს ყველაფრის მიღება, რაც მას თავდაცვისთვის სჭირდება“, – აღნიშნავს უიტაკერი.

იტვირთბა....