ბიძინა ივანიშვილი, ეს ქართული გვარით რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალთა და მოღალატებთან რუსული ბანდა, არიან ჩვეულებრივად თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, – ამის შესახდებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლდიერმა, გიორგი ბარამიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი ასრულებს კრემლის დავალებებს, რომ საქართველო აღარ იყო დემორკატიული ქვეყანა.
ბიძინა ივანიშვილი, ეს ქართული გვარით რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალთა და მოღალატეთა რუსული ბანდა, არიან ჩვეულებრივად თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რომლებიც ასრულებენ კრემლის დავალებას, რომ საქართველო აღარ იყოს დემოკრატიული ქვეყანა, შესაბამისად, საქართველო ვერ შეძლოს ვერც ევროკავშირში გაწევრიანება, ვერც ნატოში, ვერც ამერიკასთან სტრატეგიული აპრტნიორობა, რომელიც დავკარგეთ და ამ ფონზე , მინდა პარალელი გავავლო, დღეს აზერბაიჯანმა მოაწერა ხელი ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას, აი, ეს რეჟიმი ამას უკეთებს ჩვენს ქვეყანას და ეს არის ამოცანა, რომ ჩვენ ჩვენი სახელმწიფო, რომელიც უკვე ბევრს ფონს გასული გვეგონა, რაღაცნაირად უკვე ჩამოყალიბებული, კი თავის პრობლემებით, თავისი რაღაც უამრავი მოსაგვარებელი საკითხით, მაგრამ უკვე როცა ერთი ფეხი დაგრჩა გადასადგმელი, ერთი ნაბიჯი, რომ შეაბიჯო ნატოსა და ევროკავშირში და ამან მოგიტანოს როგორც ეკონომიკური კეთილდღეობა, ისე პოლიტიკური სტაბილურობა და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანების წინა პირობები შეგვექმნა, აი, უცებ ნამდვილად ჩაგვიტარეს მთელ ჩვენ საზოგადოებას სპეცოპერაცია რუსებმა, კრემლმა და დაგვაბრუნეს უბრალოდ უკან კი არა, გადაგვაგდეს 37-იან წელში,- განაცხადა ბარამიძემ.

