ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

სანაია: პოპულისტურად მარტო ფოტოს გადასაღებად მიდის მის უწმინდესობასთან

[su_quote]მედია იბრძოლებს ბოლომდე. ჩვენ დიდხანს ვითმინეთ. როგორ ვთხოვდით, რომ სტუდიებში მოსულიყვნენ. ეს ხალხი თავისით მოდის, ჩვენ ხომ კოორდინატორები არ გყვავს, ჩვენ ხომ რეგიონებში მიკროავტობუსებს არ ვაყენებთ, რადგან შეუძლებელია ცხოვრების ასე გაგრძელება. ჩვენ ამ საზოგადოებას ვპირდებით მთავარს – ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. არაფერი სხვა არ გვჭირდება გარდა იმისა, რომ ლექსოს ღირსება დავიცვათ, თავისუფალი მედიის ღირსება დავიცვათ. ხელისუფლება, რომელმაც მთავარ პარტნიორთან წამოიწყო დაპირისპირება, არაკეთილსინდისიერს უწოდებს შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში. რა გონიათ იმ არარაობებს, შეერთებული შტატები – მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო და მისი სახელმწიფო მდივანი განცხადებას რომ აკეთებს, ის ინფორმირებული არ არის? ადრე იძახდნენ რიგითი სენატორები, რიგითი კონგრესმენები არიან. ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნების განცხადება, რომ დააყენეთ პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგი. ღარიბაშვილი უნდა გადადგეს და ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი. ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს. ჩვენ ვაიძულებთ იმას, რომ უკან დაიხიოს და გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია. ღარიბაშვილი, რომელიც წაშლილი სახით დარბის და ემალება ჟურნალისტებს, მერე პოპულისტურად მარტო ფოტოს გადასაღებად მიდის მის უწმინდესობასთან. ღარიბაშვილს არაფერი უშველის. ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიო შეერთებული შტატები, დასავლური გზა ან რუსეთი. რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ეს არის რუსეთის გზა[/su_quote]

განაცხადა ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ tv პირველის ეთერში.

იტვირთბა....