ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

მდინარაძის თქმით, კრიტიკული არხები მედიასაშუალებას აღარ წარმოადგენენ და ურთიერთობაც შესაბამისი იქნება

საპარლამენტო ფრაქციის ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კრიტიკული მედიები არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს და შესაბამისი იქნება მათთან მმართველი გუნდის ურთიერთობაც.

“1. დაუშვებელია ჟურნალისტები და მედიასაშუალებები რაიმე ფორმით გამიჯნო ერთმანეთისგან.

2. ამავდროულად, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ პერფომანსებს.

3. შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით:
მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას,
არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს – შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!”, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

დღეს, 17 ივლისს ღონისძიებაზე პრემიერმა არ მიიწვია ფორმულა, TV პირველი და მთავარი არხი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, აღნიშნულმა არხებმა წითელი ხაზები გადაკვეთეს.

იტვირთბა....