ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვასაძე: უნდა გამოვიდეთ გარეთ და მოვთხოვოთ ხელისუფლებას ჩვენი თანამოაზრეების გათავისუფლება

[su_quote]დაიწყო მასობრივი ჩხრეკები და დაკითხვის კამერებშ გადაყვანები იმ ჩვენი მამულიშვილების, ვინც ჩვენს ტრადიციას გამოესარჩლნენ და წინ აღუდგნენ უზნეობის აღლუმს საქართველოში. მე არ ვიცი რა უფრო მიჭირს ჩემი ჯანმრთელობა, თუ ის, რომ საქართველოში არ ვარ. პირველ რიგში, მინდა მივმართო მთავრობას, სახელმწიფოდ მოაზროვნე ადამიანს ასეთ სიტუაციაში შეცოდების გრძნობა გიჩნდება მთავრობისადმი – ყველანი ვხედავთ, რამხელა ზეწოლისა და წნეხის ხართ თქვენ იმ ძალებისგან, ვისაც საქართველოში ანტიეროვნული ტრადიციების დამკვიდრება უნდა. მეორე მხრივ, ეს შედეგი არის თქვენი უხერხემლო და უიდელეგიო პოლიტიკისა და თქვენ, როგორი წნეხის ქვეშ არ უნდა იყოთ, აუცილებლად უნდა გაათავისუფლოთ ყველა, ვისაც აწვალებთ კამერებში – გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალტ ინფოს ბიჭები, ძმები მარტინენკოები თუ სხვები. მინდა მივმართო ხალხს, ჩვენს თანამოაზრეებს, ეს რეპრესიები ჩვენს თანამოაზრეებზე არ უნდა დარჩეს უპასუხოდ, უნდა გამოვიდეთ გარეთ და მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ყველა ჩვენი თანამოაზრე[/su_quote]

განაცხადა პარტია ერის დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ. 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ ქუჩაში, სასტიკად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს. ოფიციალური მონაცემებით დაშავდა 53 ჟურნალისტი/ოპერატძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. სირცხვილიას ოფისში სასტიკად გაუსწორდნენ ტვ პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავას, რომელიც 11 ივლისს დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა.ორი/ფოტოგრაფი. კადრებში ჩანს როგორ მოუწოდებდნენ ძალადობისკენ მოქალაქეებს აქციის ორგანიზატორები.

იტვირთბა....