ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

წითელი საცვალი და ღამით სასაფლაოზე – როგორ აღნიშნავენ ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში

მსოფლიოს ქვეყნებს საახალწლოდ სხვადასხვა ტრადიციები აქვთ. ზოგიერთი მათგანი კი ნამდვილად უცნაურია. გთავაზობთ 10 ყველაზე საინტერესო ტრადიციას

1, ცეცხლის ბურთები – შოტლანდია

NYC-fire_2777468k

შოტლანდიაში, გარკვეულ ქალაქებში ახალი წლის ღამეს ქუჩაში ცეცხლის ბურთების წარმოქმნით კავდებიან. ტრადიციის ფესვები ვიკინგებიდან მოდის.

2, წითელი ქვედა საცვლები – თურქეთი

ny-red_3151483k (1)

 

უკეთესი გზა არსებობს წარმატების და იღბლის მოსატანად, ვიდრე ახალ წელს წითელი ქვედა საცვლების ტარებაა? ეს ტრადიცია განსაკუთრებით პოპულარულია თურქეთში და ახალი წლის პერიოდში წითელი ქვედა საცვლები დიდი რაოდენობით იყიდება.

3, ცხოველთა ჩურჩული – რუმინეთი

NYC-talking_2777477k

ფერმერები ახალი წლის ღამეს ცდილობენ საკუთარი შინაური ცხოველების საუბრის მოსმენას და ამას რიტუალის სახე აქვს. თუ ღამემ წარმატებულად ჩაიარა და ვინმემ რამე ჩურჩულის მსგავსი გაიგო, ეს ნიშნავს, რომ გარდაცვლილი ახლობლები ეკონტაქტებიან და კარგი წელი ექნება.

4, მასობრივი კოცნა – ვენეცია

NYC-venice_2777478k

წმინდა მარკოზის მოედანზე არა მარტო დიდი ფეიერვერკისთვის იკრიბებიან, არამედ საახალწლო ტრადიციია, მასობრივი კოცნისთვის პიაცაზე.

5, ჩემოდნით სეირნობა – ეკვადორი

ny-case_3151506k

დღესასწაულზე ოცნებებს უთქვამთ, მაგრამ გეშინიათ, რომ არ ასრულდება? აიღეთ თქვენი ცარიელი ჩემოდანი და ისეირნეთ სახლის გარშემო. დააიგნორეთ მეზობლების აცახცახებული ფარდები და მათი გაკვირვებული თვალები და მომავალ წელს ოცნება  რეალობად იქცევა. აი, ასეთი ტრადიცია აქვთ ეკვადორში.

6, ხეების წყალქვეშ დარგვა – ციმბირი

NYC-dive_2777467k

ციმბირში, საახალწლოდ ბაიკალის ტბაზე,  წყალქვეშ ხეების დარგვაა ტრადიცია. ამ რიტუალში მხოლოდ პროფესიონალი მყვინთავები იღებენ მონაწილეობას.

7, სადილი ერთისთვის – გერმანია

Dinner For One   Dinner For One   May Warden, Freddie Frinton *** Local Caption *** 1963  --

ძველი ბრიტანული სკეტჩი, მარტოხელას მიერ აღნიშნული მე-90 დაბადების დღე, სადაც მარტო ხვდება თარიღს და სვამს მეტს და მეტს, გერმანიაში, საახალწლო სატელევიზიო ეთერში ძალიან პოპულარულია.

8, დათვის ცეკვა – რუმინეთი

NYC-bears_2777465k

ხალხს მოსწონს ახალი წლის ღამეს დათვის კოსტიუმების ჩაცმა და ცეკვა. ამით ბოროტ სულებს აფრთხობენ.

9, ყურძნის ჭამა – ესპანეთი

NYC-grapes_2777472k

ესპანეთში ტრადიციაა საახალწლო წუთების ათვლისას თორმეტ საათამდე ყურძენი მიირთვან.

10, ბანაკები სასაფლაოზე – ჩილე

NYC-grave_2777473k (1)

ცენტრალური ჩილეს მაცხოვრებლებს ახალი წლის ღამეს სურთ გარდაცვლილ ახლობლებთან ერთად სასაფლაოზე გატარება. ოფიციალურად, ქალაქის მერი ხსნის სასაფლაოს, სადაც სანთლები ანთია და კლასიკური მუსიკა უკრავს.

იტვირთბა....