საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი, საქართველოში ვაქცინაციის პროცესს და ვაქცინაციის პორტალზე შეფერხებებს ეხმაურობა და ამბობს, რომ ადმიანები კომპიუტერთან საათებს ატარებენ, მაგრამ მაინც ვერ რეგისტრირდებიან.
“დილას ვნახე ფაიზერი ჩამოვიდაო. ვიფიქრე, ძლივს, ეშველება საქმეს და ახლა მაინც დაიწყება ჩამორჩენის ამოქაჩვა… თანაც დიდის ამბით იყო გამოცხადებული, მასიური ვაქცინაცია დაიწყებაო…
იქნებ, იქნებ….რაღაც იმედი ჩამესახა…
ხოდა, მთელი დღე ისევ ვხედავ პოსტებს, საათებს ატარებს კომპთან ხალხი და ვერ ახერხებს დარეგისტრირებას.
არ იგონებენ, თავად სამინისტრომ განაცხადა რომ საიტი ისევ არ მუშაობს… და ისევ თავის მართლება, ისევ არაკომპეტენტურობა და ისევ ფეხებზე მკიდიაობა…აბა სხვა რითი შეიძლება აიხსნას ეს უკვე სტაბილური ჩავარდნები? რამოდენიმე ხნის წინ რომ გაიჭედა საიტი, კიბერთავდასხმას რომ დააბრალეს,
რამდენი დრო გავიდა მას მერე, როგორ ვერ გამოასწორეს, როგორ ვერ დატესტეს…მაკრონის განცხადებების მერე, 24 საათში 1.7 მილიონი ადამიანი ჩაეწერა ვაქცინაციაზე ერთი საიტით, რომელსაც DOCTOLIB ჰქვია და რომელზეც ექიმებთან სხვა ჩაწერებიც ხდება …
გარდა ამისა, ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია ჩაწერის გარეშეც. მერიებში, რკინიგზის სადგურებში გაიხსნა ამისთვის აცრის პუნქტები. ასევე შესაძლებელია აცრა პრაქტიკულად ყველგან, ოჯახის ექიმების კაბინეტებში, პარამედიკალურ სპეციალისტებთან, აფთიაქებში, ოპტიკის მაღაზიებში (!), ბიოლოგიური ანალიზების ლაბორატორიებში, სახლში მისვლით და ა.შ. ესაა მასიური და ყველასთვის ხელმისაწმდომი ვაქცინაცია!
ცხადია, ასე არ იყო თავიდან, თუნდაც 2-3 თვის წინ. ბევრად ძნელი იყო აცრის გაკეთება, სულ თავიდან, ისიც (იანვარში) 2-3 დღე საიტიც ჭედავდა, მოცდაც სჭირდებოდა და ყველგან არ კეთდებოდა… მაგრამ თანდათანობით მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება და თითქმის სრულად გამოსწორდა სიტუაცია.
ყოველ შემთხვევაში, ადამიანმა თუ დღეს უცებ გადაწყვიტა რომ აიცრას,ლამის ხვალვე ან ყოველ შემთხვევაში ერთი კვირის განმავლობაში შეძლებს, საკუთარი საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეში თანაც… სწორედ ამიტომ აწესებენ სანქციებს აუცრელობის შემთხვევაში.
არანაირი გამართლება არ აქვს დღეს არ აცრას. გარე მიზეზებს ვერ(ვეღარ) დაბრალდება.როგორ და რატომაა ასე ?
უკვე ვწერდი, თუნდაც იმიტომ რომ პანდემიის ჩაქრობა არის ხელისუფლების მთავარი საზრუნავი და მის ინტერესშია. ლამის მხოლოდ ამის ირგვლივ ტრიალებს პოლიტიკოსების ყოველდღიური განცხადებები და რაც მთავარია საქმეები… აგერ ჯანდაცვის მინისტრი ოლივიე ვერანი ერთ აცრის პუნქტში მივიდა და თავად ჩაატარა აცრები… არაა ეს მხოლოდ პიარი.
ესაა სხვებისთვის მაგალითის მიცემა…თან ვაქცინებზე ახსნა განმარტებებს იძლეოდა მოთმინებით.საქართველოში კი…. სამწუხაროდ ისევ ადგილზე ტკეპნა, თვეების განმავლობაში… ყველაზე და ყველაფერზე გადაბრალება, მაგრამ არანაირად საკუთარი პასუხისმგებლობისა და უნიათობის აღიარება.
ჯანდაცვის მინისტრი კი… ხალხს ხან მისი ახალი “პრიჩოსკა” , ხან გარუჯვის ხარისხი აქვს გასარჩევად… აბა მეტი არაფერია…და ეს ყველაფერი იმ საერთო ჯაჭვის ლოგიკური რგოლია, რომელსაც “მეჩტას” ხელისუფლება ჰქვია, ამიტომ სხვანაირად რომ იყოს, გასაკვირი იქნებოდა.
საბოლოოდ ვერ ჩამოვყალიბდი ერთ საკითხში, მხოლოდ უნიათობის ბრალია, თუ ასევე გამიზნულად კეთდება…”,- წერს ექიმი.

