aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

მეუფე ანტონი აშშ-ს და EU-ს საელჩოებს: ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ

ამერიკის და ევროკავშირის საელჩოებს: რატომ უქნევთ თითს ქართველ ხალხს, ჩვენს ღირებულებებს…რატომ ფუთავთ უზნეობას ზნეობრიობის მანტიაში. გველს რომ ბულბულს არქმევთ, ნუთუ ფიქრობთ თქვენს გაწვრთნილობას და დახვეწილობას სასაუბრო ენაში ეს “ბნელი ხალხი” ვერ მიგიხვდებით? კარგი დიპლომატიური კურსები გაქვთ გავლილი, შეისისხლხორცეთ რომ; დიპლომატია არის ხელოვნება იმისა თუ როგორ აჭამო სხვას ნეხვი ისე, რომ დანარჩენს პირში მარწყვის გემო დარჩეს და მჭამელმაც ამტკიცოს ნამდვილად მარწყვიაო… საბჭოთა კავშირის დროს, რაზედაც არ უნდა ყოფილიყო მსჯელობა, ქიმია, ბიოლოგია თუ ნებისმიერ განყენებულ საკითხზე, დასაწყისში აუცილებლად უნდა გეხსენებინა სკპპ-ამა და ამ და ყრილობის … და ა.შ. ვამჩნევ ნებისმიერი ჩვენი მოაზროვნე, ხელისუფალი, სასულიერო პირი თუ უბრალოდ პატიოსანი ადამიანი რომ გამოდის, ჯერ აუცილებლად უნდა იხმაროს ძალადობას ვგმობ, ვემიჯნები, რა ძალადობა, ვინაა ძალადობის მომხრე, იცით როდესაც კაცს თავის მართლების რეჟიმში აგდებთ მოგებული ხართ. თუ ვინმეა მოძალადე ეგ თქვენ ხართ, აბსოლუტურ უმრავლესობას ძალადობრივად თავს რომ ახვევთ თქვენს გამრუდებულ შეხედულებებს. რაიო? შეურაცხყობილები ვართო, რატომ არ გამოიყვანეთ სპეცტექნიკა, რომლითაც აღჭურვეთო? რატომ არ იძალადეთ უმრავლესობაზეო? ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ და იმ მასობრივ არეულობაში რაც მოხდებოდა დაგაკმაყოფილებდათ ვამპირებო? ყველას პირში არ არის და არც იქნება მარწყვის გემო. რა გამოგილევთ გვარამიებსუგულავებს, ფსევდო ჯაფარიძეებს, კაცთმოძულე ბერძენიშვილებს და უმგვანო დიაცთ რომელთა სახელების ხსენება უხსენებელისავითაა… მაგრამ იცოდეთ ჩვენც ვართ!!! ვერ გიშველით შეფუთული 17 მილიარდი, რომელიც ვითომ ჩვენი კეთილდღეობისთვისაა, ვხდებით უკვე ყველაფერს… ძალიან მოტრფიალე ვიყავი ევროპული და ამერიკული ღირებულებების, ვაქტიურობდი კიდეც, ეპარქიაში პირველმა დავაარსე ევროკლუბი “სურიონი” (რომელსაც უახლოეს დღეებში დავხურავ – თქვენი შემხედვარე). ბავშვებს ვუხსნიდი – ევროპამ შეიმეცნა, რომ ცხოვრების არსი, პირადი კეთილდღეობა კი არა, კარგ და ჯანსაღ საზოგადოებაში ცხოვრებაა… თქვენ კი გინდათ დაგვარწმუნოთ, რომ ჯანსაღი საზოგადოება გარყვნილებასთან ერთად თანაცხოვრებაა, რომ გველი ბულბულია და ნეხვი – მარწყვი. უკაცრავად თქვენი იყოს, მიტომ გვაფინანსებთ და გვეხმარებით, რომ ეს მოგვახვიოთ თავზე? სულ ვფიქრობდი და ვერ გამეგო რაში გაძლევთ ეს ხელს, განა ის არ უნდა ერჩივნოთ-თქო რომ ზნეობის, ვაჟკაცობის იდეალების მატარებელ ხალხთან არ უნდა უჯობდეთ ურთიერთობა? თქვენი მწერლობა ყველა ნაწარმოებებში, თქვენი ფილმები, ხომ პატრიოტობის, მამაკაცური და ოჯახური ღირებულებებითაა გაჟღენთილი, როდის გადაგვარდით, რა დაგემართად, რა უქენით თქვენს საზოგადოებას, კულტურას, ხელოვნებას, როგორ დააჩმორეთ ოჯახები, მამაკაცები, რა უქენით თქვენს ხალხს. პარიზის და სხვა დიდი ქალაქების მერად რომ გარყვნილებს აირჩევს იქ ოჯახები და მამაკაცები ცხოვრობენ? ვიმეორებ, როგორ დააჩმორეთ საზოგადოება, არ გაგივათ ესეთები აქ ქუდზე კაცი გამოვალთ,რომ კანონმდებლობით აიკრძალოს გეიპარადები და მათი პარპაში, ბაღებში სკოლებში, საზოგადოებრივ სახალხო -კულტურულ სივრცეებში. სულით ხორცამდე მჯერა, რომ არც თქვენ მოგწონთ ეს, მაგრამ ისეთ სისტემაში შეებით უკან გზა არ გაქვთ და ერთი გამოსავალი დაგრჩათ იმსგავსოთ ხალხი და ქვეყნები!!!
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამბობს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი. მის განცხადებას ეპარქია ავრცელებს. 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი tv პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს 11 ივლისს გარდაცვლილი დედამ იპოვა.

იტვირთბა....