ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზარქუა ლაშქარავაზე: ყველა მხარე ვართ დამნაშავე- ერიც და ბერიც!

[su_quote]უბედურება იყო რაც ამ დღეებში თბილისში ხდებოდა!.. და ამაში ყველა მხარე ვართ დამნაშავე- ერიც და ბერიც! დღეს კი , კიდევ უფრო უარესი ტრაგედიით დასრულდა -ახალგაზრდა ჟურნალისტის გარდაცვალებით… ვუსამძიმრებ ლაშქარავების ოჯახს, მათ ახლობლებს და ტვ- პირველს! ასეთი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში! რამდენადაც ვიცი, ოჯახის ინიციატივით დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთო და შესაბამის დასკვნებიც დაიდება კიდეც და სათანადო რეაგირებაც მოყვება სახელმწიფოს მხრიდან.. თუმცა მის სიცოცხლეს ეს მაინც ვერ დააბრუნებს კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს![/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა. 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....