ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სანაია: ეს მკვლელობაა, ამაზე პასუხისმგებლები არიან მთავრობა, საპატრიარქო და ქვეყნის მმართველი

[su_quote]მოგვიწყვეს რუსული სპეცოპერაციაჟურნალისტების წინააღმდეგ, ჩვენსავე დედაქალაქში, ყველა მშვიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ. აქეთკენ მივდიოდით ჩვენ, ხელისუფლება, რომელიც ვერ აცნობიერებს ამდნეი წლის განმავლობაში რას აკეთებს. როდესაც პირდაპირ გეშავს ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ გოგო-ბიჭებს ქუჩაში. სასიკვდილოდ გაიმეტეს ადამიანი და მოკლეს. მე არ ვაპირებ მიკიბ-მოკიბულად საუბარს. ჟურნალისტიკაზე აღარ არის საუბარი. საქართველოს მთავრობამ, პირადად პრემიერმა და მის ზემოთ მდგომმა მოაწყო სპეცოპერაცია დედაქალაქის ქუჩებში, გამოიყვანა მკვლელები, მიუსია ჟურნალისტებს, ოპერატორებს – ეს მკვლელობაა. ამაზე პასუხისმგებლობაა საქართველოს ხელისუფლება, ამ ქვეყნის მმართველი და საპატრიარქო. ყველა ის სასულიერო პირი, რომელიც ამ ძალადობაში მონაწილეობდა არის ციხეში გასაშვები. ხელისუფლება და მისი პრემიერი, არ მესმის, რატომაა თანამდებობაზე. ოჯახს წაართვეს მიცვალებული და ვიცით ეს რატომ ქნეს. როდესაც სახლიდან იტაცებ გვამს, ვიცით რა ხდება[/su_quote]

განაცხადა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ tv პირველის ეთერში. 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....