ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიკა გვარამია კვირიკაშვილის წინააღმდეგ: “უმარილო, უაქცენტო, გაუგებარი”

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პრემიერ- მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის საპარლამენტო შეხვედრას დეპუტატებთან ეხმაურება, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ კითხვაზე განაცხადა, რომ კრიტიკული მედიის მომხრეა, თუმცა ყველას ურჩევს, ისე იმუშაონ, საზოგადოებას ხვალინდელი დღის იმედი გაუჩინონ.

„ეს ისეთი არაკვალიფიციურობაა როგორც მენეჯერისთვის, ისე პოლიტიკოსისთვის, რომ მეტი არ შეიძლება. რთულია, რამე პოზიტიურის მოლოდინი გქონდეს ამის მთქმელისგან.
“როგორც ერთი მოქალაქე, მექნებოდა ადამიანური თხოვნა ტელევიზიების მიმართ – ცოტა მეტი იმუშაონ იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებას მივცეთ ხვალინდელი დღის იმედი.”- წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.

“რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი არც თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ფეისბუქ სტატუსით არის კმაყოფილი და ასევე დამატებით სტატუსს აქვეყნებს:

„ჩემი აზრით, ასეთ საჯარო განცხადებებს მინისტრი, მით უფრო, თავდაცვის, არ უნდა აკეთებდეს.
სხვაგან არ ვიცი და ტრიბუნასთან პელე კი არა, ბელგიის ნაკრების საშუალო მცველის შთაბეჭდილებას ტოვებს კვირიკაშვილი. – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდა. მომავალმა პრემიერ მინისტრმა საერთო მოწონება დაიმსახურა, მათ შორის, სოციალურ ქსელში. თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ფეისბუქ პოსტიც ამ შინაარს ატარებდა: „გიორგი კვირიკაშვილი არის პელე. სრულიად ნამდვილი პელე ტრიბუნასთან! საამაყო კაცია!!!,”-წერდა თინა ხიდაშელი.

 

იტვირთბა....