პოპულარული ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ყოფილი მერის, გიგი უგულავას არშეწყალების საკითხზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს.
ჟორჟოლიანი წერს, რომ პრეზიდენტი, რომლის გუნდის წევრებიც კორუფციაში არიან ჩაფლულები, დანაშაულის წახალისებაზე არ უნდა ლაპარაკობდეს.
„ოქრიკა რომ შეიწყალეთ რა წაახალისეთ ბატონო პრეზიდენტო, ერთით მეტი ბიჭი გამოასალმა სიცოცხლეს და ისევ პატიმრობაშია?! რეალიზატორები რომ შეიწყალეთ რა წაახალისეთ?! რუსის ჯაშუშები როცა შეიწყალეთ მაშინ რა წაახალისეთ?! რის წახალისებაზე საუბრობთ, პრეზიდენტი, რომლის გუნდის წევრებიც კორუფციაში არიან ჩაფლულები“,- წერს ჟორჟოლიანი.
გუშინ საზოგადოებამ გიგი უგულავას შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს პეტიციით მიმართა. მოგვიანებით მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უგულავას ვერ შეიწყალებდა:
„ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა საზოგადოებაში გააჩინოს მსგავსი დანაშაულების მიმართ ზედმეტი ლოიალობის შეგრძნება. აქედან გამომდინარე, ვერ გავიზიარებ თქვენს მიმართვაში დაფიქსირებულ მოთხოვნას”- განაცხადა მარგველაშვილმა.