ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მედიის წარმომადგენლების ცემის დროს პოლიციელების უმოქმედობის შემდეგ, პრემიერი ძალადობას გმობს

[su_quote]რა თქმა უნდა, ჩემთვის არის ყოვლად მიუღებელი ის ძალადობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მინდა, ეს ფაქტი საჯაროდ დავგმო. ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი და დასაგმობი. პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად. დღეს დილით უკვე 3 პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა რამდენიმე პირის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ყველას იდენტიფიცირება მოხდება და ყველა პირი იქნება შესაბამისად დასჯილი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა[/su_quote]

განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ გუშინ ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს და ხელისუფლების მიერ წახალისებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ოფიციალური მონაცემებით 53 მედიის წარმომადგენელი სცემეს, დააზიანეს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები და დაჭრეს პოლონელი ტურისტი. თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებული კვირეულის დასასრული ღირსების მარში უნდა ყოფილიყო, თუმცა ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ ეს ღონისძიება გაეუქმებინათ. თბილისი პრაიდის ცნობით, ღონისძიების ჩაშლის მიზეზი სახელმწიფოს უუნარობაა, დაიცვას მოქალაქეები.

იტვირთბა....