“უჰაერობაა აქ. სუნთქვა შეუძლებელია. ესენი საშინლად უზრდელები არიან. დღეს ყველაზე კარგად გამოჩნდა. დილიდან უძრავად ვართ ამ დარბაზში. ყველა დაიღალა. გიორგი კვირიკაშვილი არის პელე. სრულიად ნამდვილი პელე ტრიბუნასთან! საამაყო კაცია!!!” – ასეთი განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა საპარლამენტო დარბაზიდან.
შეგახსენებთ, პრემიერობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი დღეს პარლამენტში ჯერ ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების”, “ნაციონალური მოძრაობის” და შემდეგ უმრავლესობის დეპუტატთა კითხვებს პასუხობდა, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა.