ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი, პირდაპირ ახალისებს ძალადობას – თინა ბოკუჩავა

პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, რომელიც ამ ქვეყანაში უსაფრთხოების, სტაბილურობის და ადამიანების უფლებების დაცვის გარანტი უნდა იყოს, მთავრობის სხდომაზე, პირდაპირ ახალისებს ძალადობას, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან დიპლომატიურ კორპუსს საერთაშორისო მეგობრებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვხედავთ პარლამენტის შენობის წინ, ისევე, როგორც პარლამენტის შენობის უკან, განლაგებულია ძალიან აგრესიულად განწყობილი რადიკალური დაჯგუფება, რომელიც  განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ებრძვის, ისინი თავს ესხმიან ჟურნალისტებს სხვადასხვა ტელევიზიიებიდან, თავს ესხმიან ოპერატორებს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის „სირცხვილიას“ წევრებს და ცდილობენ, ძალადობრივად „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრას, ისინი ასევე ისვრიან საგნებს პარლამენტის შენობის მისამართით.

პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, რომელიც ამ ქვეყანაში უსაფრთხოების, სტაბილურობის და ადამიანების უფლებების დაცვის გარანტი უნდა იყოს, მთავრობის სხდომაზე, პირდაპირ ახალისებს ამ ძალადობას და ძალადობრივი მოქმედებებისკენ მოუწოდებს. ღარიბაშვილმა ნაცვლად იმისა, რომ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ არ დაზიანდნენ ჟურნალისტები, ოპერატორები და მოქალაქეები, ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში დაცული იყოზ, პრაიდის ორგანიზება დააბრალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილს და ამით პირდაპირ გაუხსნა გზა ძალადობას.

ჩვენ მოვუწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს, რომელთაც ადარდებთ ამ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება, დაუყოვნებლივ მოახდინონ უკმაცრესი რეაგირება, რადგან მსგავსი დაპირისპირება და ქაოსი ქვეყნისთვის უკიდურესად სახიფათოა.

მოვუწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს, დაუყოვნებლივ მოახდინონ უკმაცრესი რეაგირება, რადგან მსგავსი დაპირისპირება და ქაოსი ქვეყნისთვის უკიდურესად სახიფათოა.” – განაცხადა ბოკუჩავამ.

იტვირთბა....