რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები “სირცხვილიას” ოფისში შეიჭრნენ და “პირველების” ოპერატორი სასტიკად სცემეს,
ადგილზე მყოფ ჟურნალისტებთან კონტაქტი შეწყდა, რადგან გადამღები მოწყობილობა და ასევე მობილური ტელეფონები შეჭრისას დააზიანეს. რადიკალებმა ქვები დაუშინეს ოფისს.
აღნიშნულ ფაქტს, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “”ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“ოფისებში უვარდებიან ხალხს ეს მოძალადეები და პოლიციას სძინავს საღათას ძილით. დასისხლიანებული მედიის წარმომადგენლები თუ შეგრჩეთ, აგერ თქვენ და აგერ მე!!! ღარიბაშვილო, შენს დღევანდელ განცხადებას მოგიბრუნებს ისტორია, თანაც მალე! თანაც ძალიან ცუდად. ესაა ჩვენი ოპერატორი- ლექსო ლაშქარავა ამ წუთებში”, – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში და ურთავს ფოტოს, სადაც სასტიკად ნაცემი ოპერატორი ჩანს.