ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„რიონის ხეობის მცველები” პრაიდის წინააღმდეგ თბილისში მოდიან

რიონის ხეობის მცველები პრაიდის წინააღმდეგ აქციაზე დასასწრებად მოდიან, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა მარიტა მუსელიანმა დაუდასტურა.

მისი თქმით, აქციაზე საპატრიარქოს მოწოდების გამო გამოდიან და აპირებენ, რომ დაესწრონ დაგეგმილ პარაკლისს. მისი თქმით, აქციაზე მოდის მოძრაობის სხვა ლიდერებიც – მაკა სულაძე, ვარლამ გოლეთიანი.

„დიახ, მოვდივართ … დიახ, ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა (პრაიდის წინააღმდეგ). ძირითადად, მომხრეები სხვადასხვა დროს წავიდნენ (თბილისში) და აბსოლუტურად მრევლზე მოწოდება როგორც კი გაკეთდა ყველამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენც .. ვარლამიც მოდის, რასაკვირველია, კახაც (ასათიანიც) ვიცი რომ წამოსვლას აპირებდა.

პრაიდის წინააღმდეგ ჩვენ გამოვთქვით წერილობითი აზრი, პრაიდის იდეა პირდაპირ ეწინააღმდეგება …”, – ამბობს ის.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ემიჯნებიან ძალადობრივ ქმედებებს. მუსელიანის თქმით, აპირებენ, რომ დაესწრონ პარაკლისს.

„ჩვენი ადგილი ძალადობრივი ჯგუფების გვერდით არ არის, ჩვენ საპატრიარქოს მოწოდების მიხედვით მივდივართ აბსოლიტურად მშვიდობიან აქციაზე. არასოდეს არ ვყოფილვართ ძალადობრივი ჯგუფების გვერდით და არცერთი ძალდობრივი ჯგუფის მოწოდებაზე არსად არ გაუვლია, ჩვენ როგორც მართმადიდებელი მრევლი და ხალხი რომელთავ აქვს პრაიდთან დაკაშირებით გაკოხატული ერილობითი პოლზოცია მივდივართ ამ პოზოციის დასადასტურებლად, ასე ვთქვათ. ეს არის სულ”, – განაცხადა მან „პუბლიკასთან” საუბრისას.

წყარო: – publika.ge

იტვირთბა....